1. თუ ტვირთმიმღებს არა აქვს ვაგონის გარეცხვის შესაძლებლობა, მას რეცხავს რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით.
2. ვაგონების დასუფთავებას, რეცხვას, და საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციას, პირუტყვის, ფრინველის, ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტებისა და მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის შემდეგ, ახორციელებს რკინიგზა, ტვირთმიმღებთა ხარჯით.
3. საფრთხეშემცველი, მათ შორის, ჩასასხმელი ტვირთის ჩამოტვირთვის შემდეგ, ვაგონების დასუფთავება, რეცხვა, გაორთქვლა და დეზინფექცია ხორციელდება ამ წესების შესაბამისად, აგრეთვე რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისა და ვაგონ-ცისტერნებითა და ბუნკერული ნახევარვაგონებით ჩასასხმელი ტვირთის გადაზიდვის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 384
თავი XXVI — ტვირთის გადმოცლის შემდეგ ვაგონებისა და კონტეინერების დასუფთავებისა და რეცხვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 384, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-384/