1. დეზაქტივაციას, სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კონტროლით უზრუნველყოფს ტვირთმიმღები თავისი საშუალებითა და ხარჯით.
2. დეზაქტივაციის ხარჯსა და მისი ჩატარების გამო ვაგონის მოცდენით გამოწვეულ ზიანს ანაზღაურებს გაჭუჭყიანებაში ბრალეული პირი.
3. გადაზიდვა-შენახვისას რადიაციული შეფუთვა განლაგებული უნდა იყოს ტარაზე აღნიშნული სამანიპულაციო ნიშნის შესაბამისად. მდგრადობის უზრუნველსაყოფად ტვირთგამგზავნმა შეფუთვა საიმედოდ უნდა დაამაგროს ვაგონის (კონტეინერის) შიგნით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 181
თავი 32 — რადიაციული ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 181, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-181/