2. მხოლოდ რადიაციული ტვირთით დატვირთული ვაგონისა და უნივერსალური კონტეინერის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები ვალდებულია უზრუნველყოს ვაგონის (კონტეინერის) რადიომეტრული შემოწმება და მოხსნას რადიაციული საფრთხის ნიშანი.
3. თუ რადიაციული გაჭუჭყიანება აღემატება ამ წესის 170-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უნდა განხორციელდეს დეზაქტივაცია.
4. ტვირთგამგზავნმა უნდა წარუდგინოს სადგურს შესაბამისი ცნობა ვაგონსა და კონტეინერზე მოსახადი გაჭუჭყიანების არარსებობის შესახებ. აღნიშნული ცნობის გაცემამდე ვაგონი ითვლება ტვირთმიმღებთან მყოფად