2. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნმა უნდა მიუთითოს: „რადიოაქტიური ნივთიერება”, რადიოაქტიური ნივთიერების დასახელება, შეფუთვის სატრანსპორტო კატეგორია, სატრანსპორტო ინდექსი და ნივთიერების აქტიობა ბეკერელით (კიური).
3. ტვირთგამგზავნი ვალდებულია ზედნადების ზედა ნაწილში დასვას წითელი შტემპელი „რადიოაქტიურია”, ხოლო თუ რადიოაქტიური ტვირთი სხვა სახის საფრთხითაც ხასიათდება – ასევე დასვას დამატებითი სახის საფრთხის შტემპელი. სადგურის უფლებამოსილ მუშაკს აღნიშნული შტემპელები გადააქვს სავაგონო ფურცელში