1. თუ რამდენიმე წვრილგაბარიტული რადიაციული შეფუთვა გადაიზიდება ერთი ტვირთმიმღების მისამართით, იგი უნდა გაერთიანდეს ერთ სატვირთო ადგილში. ნებადართულია სხვადასხვა სატრანსპორტო კატეგორიის შეფუთვის გაერთიანება.
2. შეფუთვა თავსდება არა უმეტეს 0,8 X 0,8 X 1 მ ზომის ერთ ყუთში, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) ყუთის კონსტრუქცია უნდა იყოს მტკიცე და უზრუნველყოფდეს მასში მოთავსებული წვრილგაბარიტული რადიაციული შეფუთვის დაცულობას;
ბ) ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს ხელით გადასაადგილებელი და ორკაპა სატვირთველით ან სხვა ტვირთამწე მექანიზმით ასაწევი მოწყობილობით;
გ) წვრილგაბარიტული რადიაციული შეფუთვის გამსხვილებული ტვირთის მასა, რომელიც ტვირთამწე მოწყობილობის არმქონე სადგურის საწყობში მიიღება წვრილმანი გზავნილის სახით, არ უნდა აღემატებოდეს 80 კგ, ხოლო ამ მოწყობილობით აღჭურვილ სადგურში მიღებისას, – 700 კგ;
დ) ყუთის ორი საპირისპირო გვერდის ზედაპირზე უნდა იყოს რადიაციული საფრთხის ნიშანი და საფუ-თავ კომპლექტში არსებული იზოტოპების სია ამ კომპლექტის ნომრებისა და თითოეული შეფუთვის სატრანსპორტო ინდექსის მითითებით. სია დაცული უნდა იყოს ტენიანობისგან;
ე) ყუთში შეფუთვა იმდაგვარად უნდა იყოს ჩაწყობილი, რომ ტვირთის გადაზიდვისას გამოირიცხოს პლომბისა და სატრანსპორტო კატეგორიის საფრთხის ნიშნის დაზიანება;
ვ) წვრილგაბარიტული რადიაციული შეფუთვის სატრანსპორტო ინდექსების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 50-ს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 169
თავი 31 — მოთხოვნები სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტისა და რადიაციული შეფუთვის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. დამტკიცდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწი
- მუხლი 1
- მუხლი 20. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა
- მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება
- მუხლი 1
- მუხლი 222³. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 169, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-169/