1. საკრებ ვაგონში სხვა ტვირთთან ერთად ნებადართულია I კატეგორიის სატრანსპორტო შეფუთვის შეუზღუდავი გადაზიდვა, ხოლო II და III კატეგორიისა – იმ რაოდენობით, რომ სატრანსპორტო ინდექსის ჯამი არ იყოს 50-ზე მეტი.
2. რადიაციული ტვირთის გადაზიდვა ერთ ვაგონში სხვა საფრთხეშემცველ ტვირთთან ერთად, აგრეთვე გამოუმჟღავნებელ კინო-, ფოტო- და რენტგენულ ფირთან და ფირფიტასთან, არ დაიშვება.
3. მხოლოდ რადიაციული ტვირთით დატვირთულ ვაგონში დასაშვებია ნებისმიერი კატეგორიის შეფუთვის გადაზიდვა იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ წესის 176-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ტვირთის სპეციალისტით თანხლების აუცილებლობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 173
თავი 32 — რადიაციული ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 173, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-173/