1. მატარებლის შემადგენლობაში რადიაციული შეფუთვით დატვირთული ვაგონის არსებობის თაობაზე სანივთო ფურცელში აღინიშნება: „რადიოაქტიურია”.
2. ტვირთის გადასაზიდად ჩაბარების დღეს ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთმიმღებს აცნობოს მისი მისამართით გაგზავნილი რადიაციული შეფუთვის შესახებ შემდეგი მონაცემი:
ა) ტვირთის დასახელება;
ბ) ადგილების რაოდენობა;
გ) რადიაციული შეფუთვის მასა;
დ) გაგზავნის თარიღი;
ე) გაგზავნისა და ვაგონის (კონტეინერის) ნომერი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 177
თავი 32 — რადიაციული ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 177, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-177/