1. რადიოაქტიურნივთიერებიანი შეფუთვა რკინიგზის უნივერსალურ კონტეინერში გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურის დანიშნულებით, რომელიც აღჭურვილია საკონტეინერო სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი მოწყობილობით. ამგვარი გადაზიდვა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად.
2. რადიაციული ტვირთის ჩასატვირთად გამოიყოფა მხოლოდ 3 და 5 ტ ბრუტო მასის მქონე ლითონის გამართული კონტეინერი.
3. რადიაციული შეფუთვის ჩატვირთვა სხვა ტვირთთან ერთად ერთ კონტეინერში არ დაიშვება. ტვირთგამგზავნის მიერ რადიაციული ტვირთი კონტეინერის შიგნით მკვიდრად უნდა დამაგრდეს.