2. კონტეინერში განთავსებული რადიაციული შეფუთვის მიუხედავად ტვირთგამგზავნმა უნდა უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომ კონტეინერის გარე ზედაპირსა და მისგან 1 მ მანძილზე დასხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე არ იყოს III სატრანსპორტო კატეგორიის შეფუთვისთვის გათვალისწინებულზე მეტი, ხოლო კონტეინერში ჩატვირთული რადიაციული შეფუთვის სატრანსპორტო ინდექსების ჯამი არ აღემატოს 50-ს.
3. დადგენილ სატრანსპორტო კატეგორიას ტვირთგამგზავნი მიუთითებს ზედნადებში, ხოლო კონტეინერის გარე ტორსულ და უკანა კედელზე ამაგრებს სატრანსპორტო კატეგორიის შესატყვის საფრთხის ნიშანს