1. რადიოაქტიური ნივთიერებისგან დაცლილი სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტი უნდა იყოს გაწმენდილი და არ ჰქონდეს რადიოაქტიური ნივთიერების მოსახადი გაჭუჭყიანება გარე ზედაპირზე, ხოლო საერთო რადიაქტიური გაჭუჭყიანების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ზღვრულ ნორმას. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საერთო საფუძვლით შეუზღუდავად.
2. დასაცავი კონტეინერის შიგნით არ უნდა იყოს რადიოაქტიური ნივთიერებით გაჭუჭყიანებული მასალა, ხოლო ეკვივალენტური დასხივების დოზის სიმძლავრე კონტეინერის გარე ზედაპირიდან 0,1 მ მანძილის დაშორებით არ უნდა აღემატებოდეს 1 მკზვ/ს (0,1 მბერ/ს).