1. I, II და III სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვა შეიძლება დროებით იქნეს შენახული საწყობში სხვა ტვირთთან ერთად, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) რადიაციული შეფუთვის ერთდროული შენახვა ნებადართულია იმ რაოდენობით, რომ სატრანსპორტო ინდექსების ჯამი არ აღემატოს 50-ს;
ბ) რადიაციული ტვირთის შენახვის ადგილი დაშორებული უნდა იყოს გამოუმჟღავნებელი კინო- ფოტო, რენტგენული ფირისა და ფირფიტისგან, აგრეთვე ხელბარგისგან ამ წესის დანართით განსაზღვრილ მანძილზე;
გ) რადიაციული შეფუთვის შემნახველი საწყობის გარე ზედაპირზე დასხივების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მკზვ/ს (0,3 მბერ/ს).
2. ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე სადგურის ფარგლებს გარეთ არ უნდა იყოს 0,3 მკზვ/ს (0,03 მბერ/ს) მეტი მოცემულ ადგილას არსებულ ფონთან შედარებით. დასხივების დოზის სიმძლავრეს აკონტროლებს შესაბამისი სანიტარულ-ეპიდემიალური ორგანოს უფლებამოსილი მუშაკი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 191
თავი 36 — რადიაციული ტვირთის დროებითი შენახვის პირობები სადგურში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. დამტკიცდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწი
- მუხლი 1
- მუხლი 1
- მუხლი 20. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა
- მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება
- მუხლი 222³. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 191, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-191/