1. რადიაციული ტვირთის სისტემატურად გამგზავნ, მიმღებ ან დროებით შემნახველ სადგურს საერთი სარგებლობის საწყობში შემოღობილი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვმ ფართის საგანგებო ადგილი. აღნიშნული ადგილი შემოიღობება არანაკლებ 2 მ. სიმაღლის აგურის ან ბეტონის კედლით, რომელზედაც დაიტანება რადიაციული საფრთხის ნიშანი. სადგურის ამ ნაწილში გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია.
2. რადიაციული ტვირთის შენახვის ადგილი გამოიყოფა კომისიურად. კომისიის შემადგენლობაში შედიან რკინიგზის, ექსპედიტორის, სახანძრო და სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. გამოყოფილი ადგილი მოწყობილი უნდა იყოს რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით.
4. კომისია ადგენს მიღების აქტს, რომელშიც აღინიშნება რადიაციული ტვირთის შენახვის პირობები და ის სამუშაო, რომლის შესრულება ნებადართულია საწყობის ტერიტორიაზე. ამ აქტის მიხედვით სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო აფორმებს სანიტარიულ პასპორტს, რომლის საფუძველზედაც საწყობში 3 წლის განმავლობაში დაიშვება რადიოაქტიური ტვირთის შენახვა. სანიტარიული პასპორტის ასლი სარეგისტ-რაციოდ გადაეცემა შინაგან საქმეთა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.