2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოება დასტურდება საერთო ფორმის აქტით‚ სადაც მიეთითება ვაგონის (კონტეინერის) მოცდენის დრო, ტვირთის გაცემაში მონაწილეობის მისაღებად სადგურის წარმომადგენლის მივლინების საჭიროების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მისი მოსვლის მომენტამდე. საერთო ფორმის აქტს ხელს აწერს ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენელი