ა) დანიშნულების სადგურში ტვირთი მიტანილია უწესივრო ვაგონით (კონტეინერით), აგრეთვე დაზიანებული ან გზად მდებარე სადგურის საკეტ-საპლობმი მოწყობილობით დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით);
ბ) ტვირთი გადაიზიდა ღია მოძრავ შემადგენლობაზე და დანიშნულების სადგურში მიტანილია დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ნიშნით;
გ) დარღვეულია მალფუჭებადი ტვირთის მიტანის ვადა ან სარეფრიჟერატორო ვაგონში გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი;
დ) მიტანილია რკინიგზის მიერ დატვირთული ტვირთი;
ე) გაიცემა საერთო სარგებლობის ადგილებში რკინიგზის მიერ გადმოტვირთული ტვირთი.
2. რკინიგზის მიერ ტვირთის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხირციელდება შემდეგი წესით:
ა) დაყრით ან ჩაყრით გადაზიდული ტვირთი‚ რომლის მასა აწონვით განისაზღვრა, გაიცემა შემოწმებით იმავე ტიპის სასწორზე‚ რა ტიპის სასწორზეც მისი მასა განისაზღვრა გამოგზავნისას. ამ შემთხვევაში, ვაგონის ტარის მასად მიიჩნევა ვაგონის ტრაფარეტზე აღნიშნული მასა, ხოლო, თუ ტვირთმიმღებს აქვს სავაგონო სასწორი‚ ნებადართულია ვაგონის ტარის აწონვაც. ტვირთი‚ რომლის მასა გაგზავნისას განისაზღვრა გაზომვით ან გაანგარიშების გზით‚ გაიცემა მასის შემოწმებისა და განსაზღვრის იგივე წესით‚ რა წესითაც მოხდა მისი შემოწმება-განსაზღვრა გამოგზავნისას;
ბ) ტარიან-ცალეული ტვირთი‚ რომლის მასა გაგზავნისას განისაზღვრა სტანდარტის ან ტრაფარეტის მიხედვით, გაიცემა გზავნილში ტვირთის ადგილების რაოდენობისა და მასის, ან ტვირთის ერთეულის რაოდენობის შემოწმებით მხოლოდ დაზიანებულ ადგილებში;
გ) ბოსტნეული და ბაღჩეული, რომელიც გადაიზიდება დაყრით‚ მათ შორის‚ ბადეებით‚ ტვირთმიმღებს გადაეცემა მასის შემოწმებით. შეფუთული‚ მათ შორის‚ ღია ტიპის ყუთებში გადასაზიდი მალფუჭებადი ტვირთის გაცემა‚ რომლის მასა გაგზავნისას განსაზღვრულია ტრაფარეტის ან სტანდარტის მიხედვით‚ ხორციელდება ტვირთის ადგილების რაოდენობისა და მასის ან ტვირთის ერთეულის რაოდენობის შემოწმებით მხოლოდ დაზიანებულ ადგილებში;
დ) დახერხილი მასალა და ხე-ტყე გაიცემა ადგილების რაოდენობის შემოწმებით‚ თუ გადაზიდვის დოკუმენტების თანახმად იგი არ აღემატება ას ადგილს‚ ხოლო სხვა შემთხვევაში – გაზომვით;
ე) ხე-ტყის‚ დახერხილი მასალის ან შეშის შტაბელებად (თაკარებად) გადაზიდვისას ტვირთის რაოდენობა მოწმდება სამაგრდარღვეულ შტაბელებში გაზომვის მეშვეობით.
3. თუ ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ტვირთის მასა გაგზავნისას აწონვით განისაზღვრა, დანიშნულების სადგურში იგი მოწმდება ანალოგიური წესით.
4. ვაგონით გადაზიდვის პროცესში დაჯდომისა და შემჭიდროების გამო ხე-ტყისა და შეშის სიმაღლის კლება ითვლება ნორმად‚ თუ იგი შტაბელის სიმაღლის თითოეულ მეტრზე არ აღემატება სამ სანტიმეტრს
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 367. 1. ტვირთის გაცემისას დანიშნულების სადგურში რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას‚ მასასა და ადგილების რაოდენობას, თუ:
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 361. 1. ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა მხოლოდ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარმოდგენის შემდეგ, საგზაო უწყისში ტვირთის მიღების თარიღისა და საპასპორტო მო
- მუხლი 362. 1. ტვირთმიმღები ვალდებულია‚ მიიღოს მისი მისამართით მიტანილი ტვირთი
- მუხლი 363. თუ ვაგონები‚ მათ შორის‚ კონტეინერებით დატვირთული ვაგონები, ტვირთმიმღების საშუალებებით გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საერთო ან არასაერთო სარგებლობის ადგილებში‚ გადაცემის მონაწილე მხარეები გარეგნუ
- მუხლი 364. 1. თუ ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად გადაცემისას აუცილებელია რკინიგზის მონაწილეობა‚ სადგური ვალდებულია‚ შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, მიიღოს მონაწილეობა ტვირთის გაცემაში და გადმოტვირთვის შედ
- მუხლი 365. 1. დროის მონაკვეთი, ტვირთის გაცემაში მონაწილეობის მისაღებად სადგურის წარმომადგენლის მოსვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ შედის ვაგონის (კონტეინერის) ტვირთმიმღების სარგებლობაში ყოფ
- მუხლი 366. 1. რკინიგზა არ მონაწილეობს არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი იმპორტული ტვირთის მდგომარეობის‚ მასისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებაში‚ რომელიც მიტანილია დანიშნულების სადგურში ტვირთგამგზ
- მუხლი 368. 1. უწესივრო გადაზიდვისას ტვირთი‚ მათ შორის‚ დახერხილი მასალა და ხე-ტყის პაკეტები, გაიცემა პაკეტების რაოდენობისა და ტვირთის მდგომარეობის შემოწმებით უწესივრო პაკეტებში
- მუხლი 369. 1. ტვირთის მასის ნამეტის აღმოჩენისას სადგური აკეთებს სავალდებულო აღნიშვნებს‚ ტვირთმიმღების მოთხოვნის მიუხედავად
- მუხლი 370. 1. ტვირთის მასა სწორია‚ თუ გაგზავნის სადგურში განსაზღვრული მასის სხვაობა, დანიშნულების სადგურში დადგენილთან შედარებით, არ აღემატება:
- მუხლი 371. 1. თუ დანაკლისის‚ გაფუჭების ან დაზიანების ნიშნებით მიტანილი ტვირთის გაცემამდე, მათ შორის სვლის გზაზე, შედგა კომერციული აქტი, დანიშნულების სადგურს იგი შეუძლია გასცეს მხოლოდ მას შემდეგ‚ რაც ტვირთმიმღები
- მუხლი 372. 1. აუცილებლობისას, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევს ექსპერტს ან შესაბამის სპეციალისტს. ექსპერტის გამოძახების თაობაზე სადგური ატყობინებს ტვირთმიმღ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 367, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-367/