1. უწესივრო გადაზიდვისას ტვირთი‚ მათ შორის‚ დახერხილი მასალა და ხე-ტყის პაკეტები, გაიცემა პაკეტების რაოდენობისა და ტვირთის მდგომარეობის შემოწმებით უწესივრო პაკეტებში.
2. იზოთერმულ მოძრავ შემადგენლობაში შეუფუთავად გადაზიდული ხორცი და ხორცპროდუქტები სასაქონლო სასწორზე მასის აწონვითა და ადგილების რაოდენობის შემოწმებით გაიცემა იმ შემთხვევებში‚ თუ ზედნადებში ტვირთის რაოდენობაა აღნიშნული.
3. ჩასხმით გადაზიდული ტვირთის მასას რკინიგზა, ტვირთმიმღებთან ერთად, ამოწმებს იმავე წესით‚ რა წესითაც იგი განისაზღვრა გაგზავნის დროს.
4. ტვირთი‚ რომლის გადაზიდვა დაიშვება საკეტ-საპლომბი მოწყობილობის გარეშე‚ მაგრამ ნაგრეხის სავალდებულო დადებით‚ გაიცემა რკინიგზის მონაწილეობის გარეშე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 368
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 368, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-368/