1. რკინიგზა არ მონაწილეობს არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი იმპორტული ტვირთის მდგომარეობის‚ მასისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებაში‚ რომელიც მიტანილია დანიშნულების სადგურში ტვირთგამგზავნების ან საბაჟო ორგანოს საკეტ-საპლობმი მოწყობილობით დაპლომბილ კონტეინერებში და წესივრულ ვაგონებში‚ გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოება‚ დანიშნულების სადგურში მიტანილი ტვირთი, სასაზღვრო‚ სანიტარიული‚ საკარანტინო და სხვა სახის შემოწმების შემდეგ, სასაზღვრო სადგურის მიერ დაპლომბილი ვაგონიდან (კონტეინერიდან) გაიცემა რაოდენობისა და მდგომარეობის შეუმოწმებლად.