2. პირადი (ყოფითი) საჭიროებისთვის განკუთვნილი ტვირთი გაიცემა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესის მოთხოვნათა დაცვით.
3. თუ ტვირთი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, დანიშნულების სადგურში საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ ტვირთმიმღებს გადაეცემა გუ-27-უ-ვც ფორმის ზედნადები‚ დამოწმებული საქონლის მოლარის ხელმოწერით და დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელით ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ. გუ-27-უ-ვც ფორმის ზედნადები ტვირთმიმღებს გადაეცემა გუ-29-უ-ვც ფორმის საგზაო უწყისში ხელმოწერით. ელექტრონული ზედნადები ტვირთმიმღებს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ იგი არის ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტი.
4. ელექტრონული თანმხლები დოკუმენტები, კუთვნილებისამებრ, გადაიცემა ელექტრონული ან ქაღალდის საბუთის სახით. თუ ადრესატს ელექტრონული თანმხლები დოკუმენტები უნდა გადაეცეს ქაღალდის საბუთის სახით, იგი ამოიბეჭდება დანიშნულების სადგურის მიერ და მოწმდება სადგურის კალენდარული შტემპელით