მუხლი 359 ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთში აღინიშნება უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის მონაცემები და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები (დოკუმენტების განკრედიტება‚ გადაზიდვისათვის ანგარიშსწორების განხორციელება‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს‚ ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის, კომერციული აქტის ხელმოწერა და სხვ.)‚ აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) და ზედნადების ნომერი‚ თუ საბუთი გაიცემა ტვირთის მიღებაზე კონკრეტული ზედნადებით🔗