2. რკინიგზა ვალდებულია‚ ტვირთმიმღების მეშვეობით შეატყობინოს შესაბამის საბაჟო ორგანოს დანიშნულების სადგურში საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის თაობაზე.
3. რკინიგზას შეუძლია‚ ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღებს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია მისი მისამართით გამოგზავნილი ტვირთის მოახლოების შესახებ. შეტყობინების ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულებით