1. ნებადართულია იმ ტვირთის შენახვა, რომელიც ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურში მიიტანა დატვირთვის დანიშნულ დღეზე ადრე, მაგრამ არა უმეტეს ამ წესებით დადგენილი შენახვის ზღვრული ვადისა. ამ შემთხვევაში, აგრეთვე თუ ტვირთგამგზავნის მოთხოვნით არ შედგა ან გადაიდო ამ ტვირთის გადაზიდვა, სადგურის ტერიტორიაზე მისი ყოფნის დროისთვის გადაიხდება ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური.
2. თუ ტვირთგამგზავნმა უარი განაცხადა დატვირთვაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტვირთის შენახვის ვადის ათვლა იწყება სადგურში ტვირთის ფაქტობრივი მიტანის დღიდან და მთავრდება იმ დღეს, როდესაც ტვირთი უნდა ჩაიტვირთულიყო ან სადგურიდან ყოფილიყო გატანილი. სადგურში ტვირთის მიტანის თარიღი აღინიშნება ზედნადების გრაფაში „ტვირთის შეტანა ნებადართულია -------------------- (რიცხვი, თვე)”, ხოლო იმ დღის თარიღი, როდესაც დანიშნულია ტვირთის ჩატვითრვა, აღინიშნება გრაფაში „ჩატვირთვა დანიშნულია --------- (რიცხვი, თვე) ------”.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 351
თავი XXIV — სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 351, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-351/