უსაბუთო ტვირთისთვის დგინდება შენახვის შემდეგი ზღვრული ვადა:
ა) 12 საათი - ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 6 საათი;
ბ) 1 დღე-ღამე – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 12 საათი;
გ) 1 დღე-ღამით გახანგრძლივებული – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 1 და 2 დღე-ღამე;
დ) 5 დღე-ღამით გახანგრძლივებული – ტვირთისთვის, რომლის შენახვის ვადად, ამ წესების 345-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია 3 და 5 დღე-ღამე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 346
თავი XXIV — სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 346, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-346/