2. ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გარდა, რკინიგზა ახორციელებს ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წერილობითი თანხმობით.
3. საერთო სარგებლობის ადგილებში გასაცემი მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო ვაგონებიდან და სარეფრიჟერატორო კონტეინერებიდან გადმოცლა ტვირთმიმღების მიერ დაიშვება უშუალოდ ვაგონიდან (კონტეინერიდან) ავტოტრანსპორტზე.
4. საერთო სარგებლობის ადგილებში უსაბუთო მალფუჭებადი ტვირთის ჩამოტვირთვა სარეფრიჟერატორო ვაგონებიდან (კონტეინერებიდან) ნებადართულია მხოლოდ მისი გადაცემისას უშუალოდ ვაგონიდან (კონტეინერიდან) ავტოტრანსპორტზე, რეალიზაციის პროცესში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ტვირთისთვის, გარდა უსაბუთო ტვირთისა, დგინდება საერთო სარგებლობის ადგილებში შენახვისა და სადგურიდან ტვირთმიმღების მიერ გატანის შემდეგი ზღვრული ვადა:
ა) 6 საათი – ცოცხალი, მოჭრილი ყვავილებისთვის;
ბ) 12 საათი – ქორფა ბოსტნეულის (კომბოსტოს, კარტოფილის და ჭარხლის გარდა), მოჭრილი მცენარეების, ახალი ხილისა და კენკრასთვის;
გ) 1 დღე-ღამე – მოსახმარად გამზადებული ზუთხის, ორაგულის და სხვა სახეობის თევზების ხიზილალისთვის, კარტოფილის, სუფრის ჭარხლის, ახალი კომბოსტოს, ტარაში მოთავსებული ბაღჩეულის, ცხოველთა ცხიმის და ქონის, უალკოჰოლო სასმელების, მინერალური წყლის, ღვინის სპირტის, პურფუნთუშეულის ნაწარმის, გამოუყვანელი ტყავის და ბეწვეულის, ტარაში მოთავსებული არაორგანული და ორგანული ქიმიის პროდუქციისათვის;
დ) 2 დღე-ღამე – სარეფრიჟერატორო ვაგონებში ან სარეფრიჟერატორო კონტეინერებში მიტანილი მალფუჭებადი, დამარილებული და დაკონსერვებული ტვირთისთვის, ბოსტნეულის, სოკოს, ხილის და კენკრის მარინადისთვის, ცოცხალი მცენარეების (მოჭრილის გარდა), სასურსათო კვერცხის, კონსერვისა და წვენისთვის, აგრეთვე ამ მუხლით განსაზღვრული მალფუჭებადი ტვირთისათვის, რომელიც მიტანილია დახურულ ვაგონებში ან უნივერსალურ კონტეინერებში;
ე) 3 დღე-ღამე – შეფუთული მინერალური სასუქის, ლელქაშის, ლერწის, ხრალის, ნეჭის, წკნელის, ნამჯისა და სხვა მსგავსი მასალის ნაწარმისთვის (დაწნული ავეჯის გარდა), დაპაკეტებული უტილ-ნედლეულისა და ბრიკეტებად დაწნეხილი ხის ბურბუშელისთვის;
ვ) 5 დღე-ღამე – ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ტვირთისთვის, მალფუჭებადი და პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისთვის განკუთვნილი ტვირთის გარდა
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 345. 1 სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაში ჩასხმით და დაყრით ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლის თანხლებით გადასაზიდი ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების, საფრთხეშემცველი, მალფუჭებადი ან არაგაბა
თავი XXIV — სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 339. 1. თუ ღია მოძრავ შემადგენლობაში გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლისას ფორმდება გადაზიდვის ახალი დოკუმენტები, აღნიშვნები, რომლებიც შეტანილია პირვანდელი ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში, გადაიტანებ
- მუხლი 340. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამ ტვირთის გადაზიდვა საშიშროებას უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, უსაფრთხო მოძ
- მუხლი 341. 1. თუ დანიშნულების სადგურში არ აღმოჩნდა ზედნადებში მითითებული ტვირთმიმღები, ტვირთის მისამართის შეცვლა ტვირთგამგზავნის განცხადებით, პირვანდელი გადაზიდვის დოკუმენტების მიხედვით, ხორციელდება მხოლოდ საქარ
- მუხლი 342. 1. ელექტრონული ზედნადებით გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლა შეიძლება მოხდეს შემდგომი გადაზიდვის ახალი ელექტრონული ზედნადების გაფორმებით ან პირვანდელი ელექტრონული ზედნადებით, როგორც ამ წესებით არის
- მუხლი 343. 1. ტვირთის მისამართის შეცვლისთვის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
- მუხლი 344. 1. ეს წესი განსაზღვრავს ღია და დახურულ საწყობებსა და ვაგონებში (კონტეინერებში) იმ ტვირთის შენახვის პირობებს, რომელიც გადასაზიდად მიიღება, გადმოიტვირთება და გაიცემა სადგურების საერთო სარგებლობის ადგილე
- მუხლი 346. უსაბუთო ტვირთისთვის დგინდება შენახვის შემდეგი ზღვრული ვადა:
- მუხლი 347. 1. ვაგონებსა და კონტეინერებში მიტანილი ტვირთი, რომელიც უნდა გადმოიტვითროს და გაიცეს საერთო სარგებლობის ადგილებში, 24 საათის განმავლობაში უსასყიდლოდ ინახება დანიშნულების სადგურში
- მუხლი 348. 1. ტვირთმიმღების საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული ან გადმოსატვირთად ჩამოყენებულ ვაგონებში (კონტეინერებში) არსებული ტვირთის უსასყიდლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვისთვის გა
- მუხლი 349. თუ სადგურში წარმოიშვა ტექნოლოგიური სიძნელეები, რომელიც უკავშირდება ტვირთის დაგვიანებით ჩამოტვირთვას ან საერთო სარგებლობის ადგილებიდან დაგვიანებით გატანას ტვირთმიმღების მიზეზით, რკინიგზას შეუძლია გაზარ
- მუხლი 350. 1. ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გაფუჭებისთვის ეკისრება ტვირთმიმღებს, თუ იგი გამოწვეულია საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის ზღვრული ვადის გადამეტებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 345, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-345/