1. ტვირთმიმღების საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული ან გადმოსატვირთად ჩამოყენებულ ვაგონებში (კონტეინერებში) არსებული ტვირთის უსასყიდლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იცავს ტვირთს.
2. თუ ტვირთი საერთო სარგებლობის ადგილებიდან გაიტანება უსასყიდლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ტვირთმიმღებმა წინასწარ უნდა წარუდგინოს სადგურის პასუხისმგებელ მუშაკს ტვირთის შენახვის საფასურის გადახდის ქვითარი.
3. დანიშნულების სადგურში ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 348
თავი XXIV — სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 348, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-348/