1. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად, გადმოსატვირთად და გადასატვირთად სადგურში საგანგებოდ გამოყოფილი ადგილი აღჭურვოს აუცილებელი ხანძარჩამქრობი საშუალებებით. აღნიშნული საშუალებები ტვირთგამგზავნმა (ტვირთმიმღებმა) წინასწარ უნდა მოამზადოს და მიიტანოს დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილში.
2. ხანძარჩამქრობი საშუალებებისა და სახანძრო ხელსაწყოების ნორმებს, რომელთა მიხედვით უნდა აღიჭურვოს ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთი, გადმოსატვირთი და გადასატვირთი ადგილი, განსაზღვრავს რკინიგზა შესაბამის სამხედრო უწყებასთან ერთად.
3. ტვირთგამგზავნი უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონს ხანძარჩამქრობი საშუალებებით თავდაცვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია რკინიგზასა და შინაგან საქმეთა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 155
თავი 29 — ხანძარსაწინააღმდეგო მაფრთხილებელი ზომები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 155, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-155/