1. მოძრავი შემადგენლობის სახეობას სამხედრო ეშელონში ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად ადგენს ტვირთის გამგზავნი სამხედრო ნაწილი.
2. ფეთქებადი ნივთიერება და სხვა საფრთხეშემცველი ტვირთი სამხედრო ეშელონში შეიძლება გადაიზიდოს ღია მოძრავ შემადგენლობაზე მოთავსებულ ტანკში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარში, საარტილერიო საწევარში, ჯავშანტრანსპორტიორში, ავტოცისტერნაში, სპეციალურ კონტეინერსა და ტევადობაში, ავტომანქანის ძარასა და სამუხრუჭო მისაბმელში, აგრეთვე სატრანსპორტო ურიკასა და ნახევარმისაბმელზე მოთავსებულ ავტომატარებელში, თუ იგი განლაგებულია ერთ მოძრავ შემადგენლობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვა ცალკეულ ვაგონში, ავტომანქანის ძარასა და სამუხრუჭო მისაბმელში, აგრეთვე ავტომატარებელში მოთავსებულ სატრანსპორტო ურიკასა და ნახევარმისაბმელზე ნებადართულია, თუ იგი შეფუთულია ამ წესის მე-11 დანართის მიხედვით.
4. აკრძალულია იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებითა და სხვა საფრთხეშემცველი ტვირთით დატვირთული მანქანის განლაგება ვაგონის გადასაბმელზე მაღლა.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 150
თავი 28 — ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის თავისებურება სამხედრო ეშელონსა და ტრანსპორტში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება
- მუხლი 77. ეშელონირების შემცირებული მინიმუმები სამხედრო საჰაერო ხომალდების მოძრაობასთან მიმართებით
- მუხლი 50. ინფორმაცია ფრენის ეშელონის შესახებ
- მუხლი 6
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 150, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-150/