1. იმ ფეთქებადი ნივთიერების დაცვასა და თანხლებას, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას მსვლელობის გზაზე, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების სპეციალისტი. სპეციალისტად შეიძლება გამოყოფილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ტვირთის გადაზიდვის წესის, ტვირთის ხასიათის, გადაზიდვისას მისაღები უსაფრთხოების ზომებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, აგრეთვე რომელსაც შეუძლია მიიღოს საჭირო ზომა ტარის, სპეციალური მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის კვანძების შესაკეთებლად. ტვირთგამგზავნმა უნდა უზრუნველყოს სპეციალისტი და ტვირთის თანმხლები დაცვა მოცემული ტვირთის თანხლების მარეგულირებელი წესითა და ინსტრუქციით, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ხანძრის ჩაქრობისა და სიგნალიზაციის საშუალებით, ელექტრული აკუმულატორული ფარნით, ხელსაწყოს კომპლექტით, საფენი მასალის მარაგით, ტარის, საკუთარი მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საჭირო საშუალებით.
2. ტვირთის თვისებიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული საშუალების, მოწყობილობის, ხელსაწყოსა და მასალის ნუსხას და მათ მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს მას ფეთქებადი ნივთიერების თანხლების ინსტრუქციაში.