1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის სადგურში მოხსნა გასამხედროებული (პოლიციის) დაცვის ქვეშ მყოფ ვაგონთა ჯგუფიდან ტექნიკური და კომერციული გაუმართაობის გამო დაიშვება მხოლოდ მოხსნილი ვაგონის დაცვის პირობით. ამ შემთხვევაში სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ვალდებულია გამოიძახოს გასამხედროებული (პოლიციის) დაცვის დამატებითი განწესი და მისი მოსვლის შემდეგ გაგზავნოს მოხსნილი გამართული ვაგონი დანიშნულებისამებრ.
2. რემონტის ან ტვირთის გადატვირთვის დამთავრებისთანავე ვაგონი ჩართულ უნდა იქნეს შეჩერებულ ეშელონში და გაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.