1. ფეთქებადი ნივთიერების გადატვირთვა ეშელონში ჩართულ უწესივრო ვაგონიდან გამართულ ვაგონში ხორციელდება ეშელონის პირადი შემადგენლობის მიერ, ხოლო სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტის შემადგენლობაში გადასაზიდი ტვირთისა (იმ ტვირთის გარდა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობის (სქემის) სექციაში შემავალი ვაგონით) – რკინიგზის საშუალებითა და ხარჯით, ამ ტრანსპორტის თანმხლები სპეციალისტის ან მისი არყოფნისას, სხვა უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. ამ შემთხვევაში გადატვირთვა ხორციელდება სადგურის პასუხისმგებელი წარმომადგენლის მონაწილეობით.
2. ტვირთის თანმხლები პირი ვალდებულია განუმარტოს ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში, გადატვირთვასა და დამაგრებაში მონაწილე რკინიგზის მუშაკს ამ სამუშაოს შესრულების წესი და პირადი უსაფრთხოების მისაღები ზომები.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 137
თავი 26 — ტექნიკური მომსახურება. გაუმართაობის აღმოფხვრა მსვლელობის გზაზე და ვაგონის რემონტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 137, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-137/