1. ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტში, ვაგონის (კონტეინერის) უწესივრობის მიზეზთან ერთად, სავალდებულოდ უნდა აღინიშნოს უწესივრობის ხასიათი და მისი წარმოშობა.
2. ვაგონის ტექნიკური მდგომარეობის აქტს ხელს აწერს ვაგონის დათვალიერების მონაწილე სავაგონო დეპოსა და სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. კონტეინერის ტექნიკური მდგომარეობის აქტს ხელს აწერს კონტეინერის დათვალიერების მონაწილე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციისა და სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.