1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტი დგება ასევე ელექტრონული სახით, ორ ეგზემპლარად (ქაღალდის ასლად). ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტის ერთი ეგზემპლარი (ქაღალდის ასლი), მოხსნილ საკეტ-საპლომბ მოწყობილობასთან ერთად‚ რჩება აქტის შემდგენელ სადგურს‚ ხოლო მეორე ეგზემპლარი (ქაღალდის ასლი) ეგზავნება იმ რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურს‚ რომლის სადგურშიც გაიხსნა ვაგონი (კონტეინერი). სადგურის მიერ შედგენილი ვაგონის (კონტეინერის) გახსნის ელექტრონული აქტი გადაეცემა რკინიგზის საინფორმაციო-გამომთვლელ ცენტრს‚ სადაც გაიხსნა ვაგონი (კონტეინერი). მოცემული აქტის საფუძველზე ელექტრონულ ზედნადებში შეიტანება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესით გათვალისწინებული აღნიშვნები.
2. ვაგონის (კონტეინერის) გახსნის ელექტრონული აქტი და ზედნადები ელექტრონული სახით ეგზავნება დანიშნულების სადგურს.
3. ვაგონის (კონტეინერის) გახსნის ელექტრონული აქტი, მისმა შემდგენელმა სადგურმა, შეიძლება ამობეჭდოს ქაღალდის ასლის სახით. ამ შემთხვევაში, გრაფაში „ხელმოწერა“ იბეჭდება ვაგონის (კონტეინერის) გახსნის დედანი აქტის ხელმომწერი პირის გვარ-სახელი, ხოლო აქტის ქაღალდის ასლი მოწმდება იმ სადგურის კალენდარული შტემპელით‚ რომელმაც იგი ამობეჭდა.