2. თუ აღდგენითი სამუშაოს შესრულებისას ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაზიანებულმა ვაგონმა დამატებითი დაზიანება მიიღო‚ დგება ვაგონის დაზიანების აქტის დანართი, რომელშიც აღინიშნება დაზიანების ნუსხა და მისი გამომწვევი გარემოება. აქტის დანართი დგება იმ შემთხვევაშიც‚ თუ ვაგონს აქვს ჩარჩოს კოროზიულობა‚ კონსტრუქციული და ცვეთის სხვა ნაკლოვანება და ამის გამო ინვენტარიდან ამორიცხვას ექვემდებარება.
3. ვაგონის დაზიანების აქტის დანართს ხელს აწერს სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორი‚ რკინიგზის სავაგონო მეურნეობის რევიზორი და აღმდგენი მატარებლის უფროსი. ხელმოწერა ვაგონის დაზიანების აქტსა და მის დანართში მოწმდება სავაგონო დეპოს ბეჭდით‚ რომელიც საფინანსო ოპერაციისთვის გამოიყენება