2. თუ ვაგონი დაზიანდა შეჯახების ან რელსიდან გადმოსვლის შედეგად‚ მაშინ ვაგონის დაზიანების აქტი დგება რკინიგზის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორის ან რკინიგზის სავაგონო დეპოს რევიზორის თანდასწრებით
3. სარეფრეჟირატორო სექციის ვაგონის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის ან მათი სპეციალური მოწყობილობის დაზიანებისას‚ ვაგონის დაზიანების აქტს, რკინიგზის უსაფრთხოების მთავარ რევიზორთან და სარეფრეჟირატორო სექციის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელთან ერთად, ადგენს იმ სავაგონო დეპოს უფლებამოსილი პირი, რომლის უბანზეც მოხდა დაზიანება.
4. ვაგონის დაზიანების აქტს ხელს აწერს მის შედგენაში მონაწილე პირი და იგი მოწმდება ბეჭდით.
5. თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს ვაგონის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ მაშინ უნდა შედგეს საერთო ფორმის აქტი