1. ვაგონის დაზიანების აქტი დგება ვაგონის დაზიანების ყველა შემთხვევაში, ამ წესების დანართში განსაზღვრული ფორმით‚ მათ შორის‚ იმ ვაგონის საკეტი ან საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დასაყენებელი სამარჯვების დაზიანებისას, რომელიც ექვემდებარება კაპიტალურ-სადეპოო‚ მიმდინარე (მოხსნით‚ მოუხსნელად) რემონტს ან ინვენტარიდან ამორიცხვას‚ აგრეთვე შეჯახებისას და წყვილთვლის რელსიდან ვაგონის გადმოსვლის შემთხვევაში. წყვილთვლის რელსიდან ვაგონის გადმოსვლისას ვაგონის დაზიანების აქტი დგება მაშინაც, თუ ვაგონი არ დაზიანებულა.
2. ვაგონის დაზიანების აქტი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 448
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 448, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-448/