მუხლი 442 საერთო ფორმის აქტში აღნიშნულმა პირმა ხელი უნდა მოაწეროს აქტს‚ ხოლო, თუ არ ეთანხმება მის შინაარსს‚ წერილობით დაურთოს მას თავისი განსაკუთრებული მოსაზრება. თუ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა ვალდებული პირის წარმომადგენელი უარს აცხადებს ან თავს არიდებს საერთო ფორმის აქტის ხელმოწერაზე‚ მაშინ მას ხელს აწერს აქტის შედგენაში მონაწილე პირი და მიუთითებს, რომ ვალდებულმა პირებმა აქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს🔗