მუხლი 446 ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტში აღინიშნება შემოწმების დროს ვაგონიდან ან კონტეინერიდან მოხსნილი და ახლად დაყენებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობის, მათი დამყენებელი პირის, მოწყობილობის ტიპისა და საკონტროლო ნიშნის თაობაზე, ხოლო საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას, აქტის მეოთხე ეგზემპლარში დამატებით აღინიშნება საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ღირებულება. აქტს ხელს აწერს იმ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი‚ სადაც მოხდა ვაგონის (კონტეინერის) გახსნა‚ აგრეთვე გახსნაში მონაწილე სასაზღვრო‚ საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოს წარმომადგენელი. აქტი მოწმდება სადგურის კალენდარული შტემპელით🔗