1. თუ ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური უწესივრობის გამო გამოვლინდა ტვირთის გაჟონვა‚ გაფუჭება ან დასველება‚ კომერციული აქტთან ერთად დგება ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი, რომლის ფორმა განსაზღვრულია ამ წესების დანართით.
2. ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი დაერთვის კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს‚ მეორე კი, რჩება მის შემდგენელ სადგურში.
3. ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი, როგორც წესი, უნდა შედგეს ვაგონის (კონტეინერის) უწესივრობის გამოვლენის დღეს, მაგრამ არა უგვიანეს კომერციული აქტის შედგენის დღისა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 443
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25
- მუხლი 53. ვაგონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კომპენსაციის შესახებ
- მუხლი 135
- მუხლი 137
- მუხლი 51. ვაგონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა
- მუხლი 35². სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 443, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-443/