§ 1. გადამზიდავს ეკისრება პასუხისმგებლობა ვაგონის დაკარგვასა და დაზიანებაზე გადასაზიდად მიღების მომენტიდან მისი გადაცემის მომენტამდე. თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ეს არ მომხდარა მისი ბრალეულობით.
§ 2. გადამზიდავი პასუხს არ აგებს ვაგონის მოხსნადი ნაწილების დაკარგვაზე, თუ ინფორმაცია ამ ნაწილების არსებობის შესახებ არ იქნება მითითებული ვაგონის ორივე გარე გვერდით კედელზე.
§ 3. ვაგონის დაკარგვის შემთხვევაში, ანაზღაურება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს გადამზიდავის მიერ, შეიზღუდება ვაგონის ნარჩენი ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება დაკარგვის მომენტისათვის, მისი ცვეთის გათვალისწინებით.
§ 4. ვაგონის დაზიანების შემთხვევაში, ანაზღაურება რომელიც გადახდილი უნდა იქნეს გადამზიდავის მიერ, შეიზღუდება ვაგონის აღდგენისთვის საჭირო ხარჯების გადახდის ფარგლებში, რომელთა თანხაც არ უნდა აჭარბებდეს იმ თანხას, რომელიც ვაგონის დაკარგვის შემთხვევაში იქნებოდა გადასახდელ