§ 1. თუ გადამზიდავის მიერ დაცული არ არის 24-ე მუხლის –
„ტვირთის მიტანის ვადა“ –
შესაბამისად გაანგარიშებული ტვირთის მიტანის ვადები, გადამზიდავი ტვირთის ამ ვადების გადაცილებისთვის იხდის კომპენსაციას პირგასამტეხლოს სახით.
§ 2. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება იმ გადამზიდავის გადაზიდვის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელმაც დაუშვა მიტანის ვადის გადაცილება, ასევე მიტანის ვადის გადაცილების სიდიდიდან (ხანგრძლივობიდან) გამომდინარე, რომელიც გაიანგარიშება მიტანის ვადის გადაცილების (დღეებით) მიტანის საერთო ვადებთან შეფარდებით, კერძოდ:
გადაზიდვის ღირებულების 6% –
მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის არაუმეტეს ერთი მეათედით გადაცილებისთვის;
გადაზიდვის ღირებულების 18% –
მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის ერთ მეათედზე (მაგრამ არაუმეტეს სამ მეათედზე) მეტი ოდენობით გადაცილებისთვის;
გადაზიდვის ღირებულების 30% –
მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის სამ მეათედზე მეტი ვადით გადაცილებისთვის.
§ 3. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შეთანხმება გადამზიდავს ავალდებულებს აანაზღაუროს ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანი, პირგასამტეხლო ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის არ გადაიხდება.
ტვირთის დანაკლისის შემთხვევაში მიტანის ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ექვემდებარება გადახდას იმ ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ტვირთის მიწოდებული ნაწილის გათვალისწინებით.
ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) მიტანის ვადის გადაცილებისთვის კომპენსაციის გადახდა არ გამორიცხავს იმ ანაზღაურების გადახდას, რომელიც გათვალისწინებულია 44-ე მუხლით - „ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) ანაზღაურების ოდენობა