§ 1. სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ შესაბამისი საპრეტენზიო მოთხოვნის წარდგენის შემდეგ და მხოლოდ იმ გადამზიდავის მიმართ, რომელსაც წარედგინა პრეტენზია.  ამ შეთახმების საფუძველზე  სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს  გადამზიდავის მიმართ პრეტენზიის წარდგენის  უფლება.

§ 2.  საპრეტენზიო მოთხოვნისა და სარჩელის წარდგენის უფლება წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში:

1) ტვირთის დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ანაზღაურებისთვის, ასევე მიტანის ვადის გადაცილებისას –

მიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღიდან;

2) ტვირთის დაკარგის ანაზღაურებისთვის –

მიტანის ვადის ამოწურვიდან 30 დღის გასვლის შემდეგ;

3) გადაზიდვის ღირებულების ზედმეტობის უკან დაბრუნებისთვის –

გადაზიდვის ღირებულების გადახდის დღიდან;

4) სხვა მოთხოვნებისათვის –

იმ გარემოებების დადგომის დღიდან, რომლებიც გახდა  მათი წარდგენის საფუძველი.

§ 3. სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს:

1) თუ გადამზიდავმა პასუხი არ გასცა საპრეტენზიო მოთხოვნას პრეტენზიის განხილვისათვის დადგენილ  ვადაში;

2) თუ საპრეტენზიო მოთხოვნის განხილვისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში გადამზიდავმა შეატყობინა პრეტენზიის წარმდგენს პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფის შესახებ.

§ 4. სარჩელი წარედგინება შესაბამის სასამართლო ორგანოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვი