§ 1. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება გადამზიდავს ავალდებულებს აუნაზღაუროს ზიანი გამგზავნს ან მიმღებს ტვირთის დაზიანებისთვის (გაფუჭებისთვის), ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს თანხას, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.
§ 2. იმ ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას), რომელიც გადაიზიდება გამოცხადებული ფასეულობით, გადამზიდავი აანაზღაურებს თანხას, რაც უნდა შეადგენდეს გამოცხადებული ფასეულობის ნაწილს, რომელიც წილობრივ შეფარდებაში შეესაბამება ტვირთის ღირებულების შემცირების პროცენტს, რომელიც წარმოიშვა ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) შედეგად.
§ 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 42-ე მუხლის „ტვირთის დაკარგვის ან ნაკლებობის ანაზღაურების ოდენობა“ –
შესაბამისად, ტვირთის ღირებულების შემცირების ოდენობის გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, დადგენილია დანიშნულების ადგილზე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისა