1. თუ ტვირთი გადასაზიდად ჩაბარდა ფასის გამოცხადებით‚ მაშინ ზარალი ტვირთის დაკარგვისთვის ანაზღაურდება გამოცხადებული ფასის ოდენობით‚ ხოლო დაზიანების (გაფუჭების) შემთხვევაში – ტვირთის დაზიანებული ნაწილის შესაბამისი გამოცხადებული ფასის წილის ოდენობით‚ ფასის გამოცხადებისთვის გადახდილი დამატებითი საფასურის იმ ნაწილის დაბრუნებით, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ‚ ნაკლულ ან დაზიანებულ (გაფუჭებულ) ოდენობას, თუ ეს საფასური არ შედის ამ ტვირთის ღირებულებაში.
2. თუ დანიშნულების ადგილზე მიუტანელი ტვირთი რეალიზებულია დადგენილი წესით‚ პრეტენზია ანაზღაურდება ტვირთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით‚ რკინიგზის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით.