1. ტვირთმიმღების‚ ტვირთგამგზავნის ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაკარგვასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვისას, რკინიგზა უზრუნველყობს დაკარგვის შემთხვევის სამსახურეობრივ მოკვლევასა და აცხადებს ამ ვაგონების (კონტეინერების) ძებნას.
2. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღებისა ან სხვა უფლებამოსილი პირის დაკარგული ვაგონების (კონტეინერების) სანაცვლოდ რკინიგზა ვალდებულია, მათი მოთხოვნისთანავე, გადასცეს მათ სხვა შესაბამისი ვაგონები (კონტეინერები) დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, ხოლო‚ თუ დაკარგული ვაგონები (კონტეინერები) ვერ დააუბრუნა სამი თვის ვადაში‚ დროებით გადაცემული ვაგონები (კონტეიენრები) გადასცეს მათ საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ პრეტენზიის განხილვისას დადგინდა‚ რომ ტვირთის მისამართი შეცვლილია ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნის ან პირვანდელი ტვირთმიმღების განცხადებით‚ პრეტენზია უბრუნდება განმცხადებელს, ტვირთის ფაქტობრივი მიმღების, გადაცემის ადგილისა და დროის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ რკინიგზას შეუძლია მიუთითოს ის პირი, რომლის განცხადებითაც შეიცვალა ტვირთის მისამართი ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 466
თავი XXIX — რკინიგზისადმი პრეტენზიების წაყენებისა და განხილვის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 466, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-466/