1. პრეტენზიაში უნდა აღინიშნოს:
ა) მისი წაყენების საფუძველი;
ბ) საპრეტენზიო თანხა, ყოველი ცალკეული მოთხოვნისა და დოკუმენტის მიხედვით;
გ) პრეტენზიის წარმდგენის ზუსტი იურიდიული მისამართი, ხოლო, თუ ის ფიზიკური პირია, ასევე პიროვნების დამადასტურებელი საბუთის მონაცემები;
დ) მხარეთა საბანკო რეკვიზიტები;
ე) პრეტენზიაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი.
2. პრეტენზიას ხელს აწერს ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. თუ პრეტენზია წაყენებულია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლის პირველი ნაწილში განსაზღვრული მონაცემების გარდა‚ პრეტენზიაში აღინიშნება:
ა) თუ პრეტენზიას უნდა დაერთოს ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარი‚ ტვირთგამგზავნს კი, ტვირთის გადასაზიდად მიღების დასტურად, გადაეცა ტვირთის გადასაზიდად მიღების ელექტრონული ქვითარი – გზავნილის ნომერი‚ მიღების დამადასტურებელი ელექტრონული შეტყობინების კოდი (მიღების ნულოვანი კოდით)‚ ელექტრონული შეტყობინების მიღების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) თუ ტვირთმიმღებს გადაეცა ელექტრონული ზედნადები – გზავნილის ნომერი‚ მიღების დამადასტურებელი ელექტრონული შეტყობინების კოდი (მიღების ნულოვანი კოდი)‚ ელექტრონული ზედნადების განკრედიტების ელექტრონული შეტყობინება‚ ელექტრონული შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და მისი მიღების თარიღი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 461
თავი XXIX — რკინიგზისადმი პრეტენზიების წაყენებისა და განხილვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 461, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-461/