2. თუ პრეტენზიაში განმცხადებელმა არასწორად აღნიშნა ტვირთის გადასაზიდად ჩაბარების ელექტრონული ქვითრის რეკვიზიტები ან ტვირთის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა‚ მაშინ პრეტენზია, თანდართული დოკუმენტებითურთ და რკინიგზის დასაბუთებულ პასუხთან ერთად, უბრუნდება განმცხადებელს.
3. თუ პრეტენზიაში აღნიშნულია ელექტრონული ზედნადების რეკვიზიტები, რკინიგზის უფლებამოსილმა მუშაკმა უნდა გამოითხოვოს რკინიგზის საინფორმაციო-გამომთვლელი ცენტრიდან ტვირთმიმღებისათვის გადაცემული ელექტრონული ზედნადები, რომელიც, მიღების შემდეგ, ამოიბეჭდება გუ-27უ-ვც ფორმის ქაღალდის ასლის სახით, მოწმდება რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და დაერთვის პრეტენზიას.
4. თუ პრეტენზიაში განმცხადებელმა აღნიშნა ელექტრონული ზედნადების არასწორი რეკვიზიტები‚ მაშინ პრეტენზია, თანდართული დოკუმენტებითურთ და რკინიგზის დასაბუთებულ პასუხთან ერთად, უბრუნდება განმცხადებელს