2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება გამყიდველის ანგარიშში ნაჩვენები ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასიდან გამომდინარე, ან‚ თუ ამ დოკუმენტებში ფასი არ არის ნაჩვენები, იმ ფასის გათვალისწინებით, რა ფასიც ჩვეულებრივ გადაიხდება ანალოგიური საქონლისთვის, ან დგინდება ექსპერტის მიერ.
3. ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, რკინიგზა დაკარგული‚ ნაკლული ან დაზიანებული (გაფუჭებული) ტვირთის რაოდენობის პროპორციულად‚ აბრუნებს ამ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურს, თუ მოცემული საფასური არ შედის ამ ტვირთის ღირებულებაში