ა) ტვირთის დაკარგვისას – ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარი, მისი მიუტანლობის თაობაზე დანიშნულების სადგურის აღნიშნვით‚ ხოლო ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითრის უქონლობისას – ტვირთის ღირებულების გადახდის შესახებ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ დადასტურებული საბუთი და რკინიგზის ცნობა ამ ტვირთის გაგზავნის თაობაზე, დანიშნულების სადგურში მისი მიუტანლობის აღნიშნვით;
ბ) ტვირთის დანაკლისის ან დაზიანებისას (გაფუჭებისას) – რკინიგზის მიერ გაცემული ზედნადები, კომერციული აქტი ან კომერციული აქტის შედგენაზე რკინიგზის უარის გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისას – გადაზიდვის დედანი დოკუმენტები;
დ) ტვირთის გაცემის დაყოვნებისას – ზედნადები და საერთო ფორმის აქტი.
2. პრეტენზიას, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბუთების გარდა, თან დაერთვის საპრეტენზიო მოთხოვნის დამადასტურებელი შემდეგი ძირითადი დოკუმენტი:
ა) ტვირთის დაკარგვის‚ დანაკლისის‚ დაზიანების (გაფუჭების) შემთხვევაში – გაგზავნილი ტვირთის რაოდენობისა და ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისას ვაგონების მიწოდების დაყოვნების‚ დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებიდან მათი გამოყვანის ან მისასვლელი ლიანდაგიდან მიღების დაყოვნების შემთხვევაში – ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისი‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვრო ვაგონების მიწოდება-გამოყვანაზე, ამონაწერი ხელშეკრულებიდან და საკვანძო შეთანხმებიდან, საერთო ფორმის აქტი‚ რომელიც შედგენილია ერთ-ერთი მხარის უარის თქმის გამო ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერაზე;
გ) სატრანსპორტო პოლიციის მიერ ტვირთის თანხლებისა და დაცვისთვის მიღებული საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში – ზედნადები;
დ) დასასუფთავებლად ცისტერნებისა და ხვიმირიანი ნახევარვაგონების სარეცხ-გასაორთქლ სადგურზე ყოფნის დროისთვის საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში – ცისტერნების (ხვიმირიანი ნახევარვაგონების) უკმარგადმოსხმის გუ-7ა ფორმის აქტი და მის მიხედვით განაღდებული ანგარიში;
ე) გადაზიდვის საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში – ზედნადები ან ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარი, ხოლო არშემდგარი გადაზიდვისას, – ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარი, გაგზავნის სადგურის აღნიშნვით მისი დაბრუნების თაობაზე;
ვ) რკინიგზის ვაგონებით სარგებლობის, მიწოდება-გამოყვანისა და სამანევრო სამუშაოს შესრულების საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში – ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისი‚ გადასახდელების გადახდის საბუთი‚ აგრეთვე საერთო ფორმის აქტი‚ რომელიც შედგენილია ერთ-ერთი მხარის უარის გამო ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის ხელმოწერაზე;
ზ) რკინიგზის კონტეინერებით სარგებლობისთვის საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში – განმცხადებლის მიერ წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი:
ზ.ა) არასაერთო სარგებლობის საკონტეინერო მოედნებზე – ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების სარგებლობაში კონტეინერების არასაერთო სარგებლობის ადგილებში ყოფნის დროის აღრიცხვის უწყისი‚ კონტეინერების სარგებლობისთვის საფასურის გადახდას დამადასტურებელი დოკუმენტი‚ აგრეთვე საერთო ფორმის აქტი‚ რომელიც შედგენილია ერთ-ერთი მხარის უარის გამო ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის ხელმოწერაზე;
ზ.ბ) ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ რკინიგზის კონტეინერების გატანისას საერთო სარგებლობის ადგილებიდან – კეუ-16 ფორმის განწესი‚ ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების სარგებლობაში კონტეინერების საერთო სარგებლობის ადგილებში ყოფნის დროის აღრიცხვის უწყისი‚ აგრეთვე კონტეინერების სარგებლობისთვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ზ.გ) ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ან მის შესასრულებლად ვაგონების (კონტეინერების) მიუწოდებლობისას – ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათი და მის მიხედვით გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი საბუთი‚ აგრეთვე ზოგადი ფორმის აქტი‚ რომელიც შედგენილია ერთ-ერთი მხარის უარის გამო სააღრიცხვო ბარათის ხელმოწერაზე;
ზ.დ) დასატვირთად დაუსუფთავებელი ვაგონების (კონტეინერების) მიწოდებისათვის საფასურის გადახდისას ან ზიანის ანაზღაურებისას – საერთო ფორმის აქტი და დოკუმენტი‚ რომელიც ადასტურებს ვაგონების (კონტეინერების) გაწმენდის ხარჯებს;
ზ.ე) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური დაკავებისას – ზედნადები ან სატვირთო ქვითარი‚ საერთო ფორმის აქტი‚ განცხადება ტვირთის ძებნის შესახებ და სხვა დოკუმენტი‚ რომელიც ადასტურებს ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური დაკავების ფაქტს‚ საფასურის გაანგარიშება‚ ხოლო, თუ რკინიგზის სადგური უარს აცხადებს საერთო ფორმის აქტის შედგენაზე – უარის გასაჩივრების საბუთი;
ზ.ვ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაზიანებისთვის საფასურის გადახდისას და ზარალის ანაზღაურებისას – საერთო ფორმის აქტი და ვაგონების (კონტეინერების) დაზიანების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი‚ აგრეთვე ზარალის გაანგარიშება;
ზ.თ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაკარგვისას – ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარი, მისი მიუტანლობის თაობაზე დანიშნულების სადგურის აღნიშნვით, დოკუმენტი‚ რომელიც ადასტურებს ვაგონის (კონტეინერის) კუთვნილებას და მის ნარჩენ ღირებულებას‚ აგრეთვე ტექნიკური პასპორტი‚ საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგზე მისი კურსირების ნაბართვა, ვაგონებზე (კონტეინერებზე) არსებული ტრაფარეტისა და განმასხვავებელი შეღებვის მითითებით;
თ) ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ რკინიგზის ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური გამოყენებისთვის საფასურის უკან დაბრუნებისას – საერთო ფორმის აქტი‚ და საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ი) თუ ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები მოქმედებენ წარმომადგენლის მეშვეობით – დავალების ხელშეკრულება ან რწმუნებულება
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 462. 1. პრეტენზიას თან უნდა დაერთოს პრეტენზიის დამადასტურებელი შემდეგი საბუთი:
თავი XXIX — რკინიგზისადმი პრეტენზიების წაყენებისა და განხილვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 455. 1. კონტეინერის დაზიანების აქტს ადგენს უფროსი მიმღებ-ჩამბარებელი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის ოსტატი‚ ვაგონის მსინჯველი ან სავაგონო დეპოს ოსტატი‚ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების და კონტ
- მუხლი 456. 1. კონტეინერის დაზიანების აქტი დგება თითოეულ კონტეინერზე ცალ-ცალკე. რკინიგზის კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, კონტეინერის დაზიანების აქტი დგება სამ ეგზემპლარად. კონტეინერის დაზიანების აქტის პირველ
- მუხლი 457. 1. თუ ჩასხმის პუნქტში ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში გამოვლინდა ისეთი ცისტერნები ან ხვიმირიანი ნახევარვაგონები‚ რომელშიც ტვირთის ნარჩენი აღემატება დადგენილ ნორმას‚ მაშინ, ამ წესების დანართით გასაზღვრული
- მუხლი 458. 1. ექსპერტიზის აქტი, ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმით, დგება ტვირთის დანაკლისის‚ გაფუჭების ან დაზიანების მიზეზისა და ექსპერტიზის ჩატარების დღისთვის არსებული ზარალის ოდენობის დასადგენად
- მუხლი 460. 1. პრეტენზია ტვირთის დაკარგვის‚ დანაკლისის‚ დაზიანების (გაფუჭების) გამო წაყენებული უნდა იქნეს თითოეულ გზავნილზე ცალ-ცალკე
- მუხლი 461. 1. პრეტენზიაში უნდა აღინიშნოს:
- მუხლი 463. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, პრეტენზიას თან დაერთვის:
- მუხლი 464. 1. პრეტენზია რკინიგზას წაეყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
- მუხლი 465. 1. პრეტენზიის მიღებისას ტვირთის დაკარგვისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია ტვირთის გადასაზიდად მიღების ელექტრონული ქვითრის რეკვიზიტები‚ რკინიგზის უფლებამოსილმა მუშაკმა უნდა გამოითხ
- მუხლი 466. 1. ტვირთმიმღების‚ ტვირთგამგზავნის ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაკარგვასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვისას, რკინიგზა უზრუნველყობს დაკარგვის შემთხვევის სამსახურეობრივ მოკვ
- მუხლი 467. 1. ფასგამოუცხადებელი ტვირთის დაკარგვისთვის ზარალი ანაზღაურდება დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულების ოდენობით‚ ტვირთის დაზიანებისთვის (გაფუჭებისთვის) – იმ ოდენობით‚ რა ოდენობითაც შემცირდა მისი ღირე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 462, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-462/