1. კონტეინერის დაზიანების აქტი დგება თითოეულ კონტეინერზე ცალ-ცალკე. რკინიგზის კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, კონტეინერის დაზიანების აქტი დგება სამ ეგზემპლარად. კონტეინერის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც ეგზავნება დაზიანებაში ბრალეულ პირს, მეორე ეგზემპლარი, აქტის შედგენის ადგილის მიხედვით, ინახება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციაში‚ სავაგონო დეპოსა ან სადგურში, ხოლო მესამე, უწესივრო კონტეინერის რემონტის შეტყობინებით (ფორმა ვუ-23კ), გადაეცემა რემონტის ჩამტარებელ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციას ან სავაგონო დეპოს. ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის კონტეინერის დაზიანებისას, დამატებით დგება კონტეინერის დაზიანების აქტის მეოთხე ეგზემპლარი‚ რომელიც აღნიშნულ პირებს მათივე მოთხოვნით გადაეცემა.
2. კონტეინერის დაზიანების აქტში აღინიშნება კონტეინერის დაზიანების მიზეზები და ნუსხა‚ სამუშაოს მოცულობა და საჭირო რემონტის სახეობა‚ აგრეთვე დაზიანებული ნაწილებისა და კონტეინერის აღდგენის ღირებულება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 456
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 456, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-456/