2. კონტეინერის დაზიანების აქტს ხელს აწერს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე), სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ სადგურის უფროსი‚ მიმღებ-ჩამბარებელი‚ ვაგონის მსინჯველი ან სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი და კონტეინერის დამზიანებელი პირი, თანამდებობისა და გვარ-სახელის მითითებით. აქტი მოწმდება დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის‚ სავაგონო დეპოს ან სადგურის ბეჭდით.
3. თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან კონტეინერის დამზიანებელი სხვა პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს კონტეინერის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ ამ წესების შესაბამისად დგება საერთო ფორმის აქტი