2. თუ დაზიანებული ვაგონი გარემონტებულია ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ‚ ვაგონის მიმღები სავაგონო დეპოს წარმომადგენელი, რემონტის შემდეგ, ვაგონის დაზიანების აქტის ყველა ეგზემპლარში აღნიშნავს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს გარემონტებული ვაგონების აღრიცხვის (ფორმა ვუ-16) დავთარში ჩანაწერის რიგით ნომერს‚ თარიღს‚ დროს და ამოწმებს მას ხელმოწერით