1. ექსპერტიზის აქტი, ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმით, დგება ტვირთის დანაკლისის‚ გაფუჭების ან დაზიანების მიზეზისა და ექსპერტიზის ჩატარების დღისთვის არსებული ზარალის ოდენობის დასადგენად.
2. ექსპერტიზის აქტს ხელს აწერეს ექსპერტი და, რკინიგზის ან ტვირთმიმღების მოთხოვნით, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე სხვა სპეციალისტი‚ აგრეთვე სადგურის უფროსი და ტვირთმიმღების წარმომადგენელი‚ თუ იგი მონაწილეობდა მისი მისამართით მიტანილი ტვირთის ექსპერტიზაში.
3. ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ კეთდება აღნიშნვა კომერციული აქტის „67“ გრაფაში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 458
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 133
- მუხლი 159
- მუხლი 46. რკინიგზის პასუხისმგებლობა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭებისა და დანაკლისისათვის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით
- მუხლი 44. ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) ანაზღაურების ოდენობა
- მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი
- მუხლი 160
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 458, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-458/